* * *

ვფიქრობდი წიგნზე, მერე წასვლაზე

ხანდახან ისე სადმე გავლაზე

გეძებდი თითქოს სხვათა თვალებში

თვითმფრინავების უცხო ხაზებში

მერე გიპოვე იასამნებში

გადავუფრინეთ სხვა გალაქტიკებს

მწვანე მინდვრების წითელ შხამებში

როგორც ტალღებმა ქვები გარიყეს

ბოშა მკითხავის ძველმან კაბებში

ქარიშხლებიან ტყეებში სეტყვა

ჩვენი ქალაქის მზიან კაფეში

მომინდა შენთან,

მომინდა შენთან...

ნ.გ.

* * *

ამღვრეულია ცხოვრების გზები

მიაქვს ოცნება უხილავ სხივებს

იკარგებიან ფიქრები ქარში

ნავი მიცურავს ჰორიზონტს იქეთ ...

ნ.გ.

* * *

ხშირად მიცდია გადამებიჯა

გადამელახა ჩემივე თავი

ფიქრებთან ბრძოლაც წამომიწყია

გულს რომ მიგლეჯდა მოწყენის წამი ...

ნ.გ.

* * *

შენ ჩაიარე, შენ ჩაიარე

როგორც აჩრდილი ბორგავს ტყეებში

ვიცი მძიმე გზა შენ გაიარე

ვეღარ აგნებდი სიზმრის მორევში

უდაბნოენბში ლეწავდი ფიქრებს

მე ნამსხვრევების მიწევდა ძებნა

მერე წახვედი და ისევ ისე

ზღვებმა დაიწყეს გიჟური ღელვა

ნ.გ.

* * *

ერთხელაც ყველაფერი ცხადი გახდება

ყველა გაფიქრება მიუვა თავის ადრესატს

უთქმელი სიტყვები გახმოვანდება

ხოლო ნათქვამი ციდან ჩამოვა ...

ნ.გ.

* * *

მწიფე ატმებივით

მწყუროდი იმ დღეს

წითელ ბროწეულებს

გიწყვეტდი სიზმრად ...

ნ.გ.

ბერლინის ცაზე

ბერლინის ცა სხვა ფერია
ღრუბლებში ვხედავ სახეებს
გასაკვირი აქ არაფერია
სახეებს ვარქმევ სახელებს

მიტოვებული ქარხნების სევდა
მატარებლები ლიანდაგებზე
აქ ბევრი ლექსი დამიწერია
ვფიქრობდი როცა იასამნებზე

ძველი მეგობრის ჰეტეროქრომია
ყავისფერ ჭრილში ჩაღვრილი ლურჯი
ვუყურებ სულში და მახსენდება
დრო გარდასული ფუჭ სინანულში

ერთ ხანს განცდილი მელანქოლია
გაფანტულია ქალაქის მტვერში
და ახლა ვხვდები რაოდენ დიდი
დრო გავატარე სიმარტოვეში

ვფიქრობ სხვაც ამჩნევს ალბათ ამ ფერებს
აღიქვამს როგორც სხვა სამოთხეებს
ახედავს მტრულად ვერაფერს იგრძნობს
და თავ ჩახრილი გზას გააგრძელებს

დაღლილი ვზივარ,
გავყურებ ღრუბლებს
სახეებს ვარქმევ სახელებს
გასაოცარი მოტივებია
თუმცა რა ესმით გამვლელებს

ნ.გ.

* * *

დღეს არაფერი მომხდარა ისეთი

მოყოლად ღირდეს მაგრამ დავწერ

წაიკითხოს იქნება ვინმემ

გადაეშვას ღრმა ფიქრში

გონებაში შექმნას და ვინ იცის როგორ გადმოსცეს

ლექსიც ხელოვნებაა თავისებური

ზღვებია სტროფებს შორის

და ალბათ ჩვენც ზღვები გვაშორებს

ნ.გ.

* * *

კოპენჰაგენში ცივა

წვიმა ცრის  და თან ქარია

მაგრამ ტივოლის პარკში ბავშვები მაინც დადიან

ოქტომბრის თვეა კვლავაც, მზე შემოდგომის, სითბო

თუმცა მე ისე მცივა თითქოს ზამთარი იყოს

ნ.გ.

It is cold

cold

cold

cold

cold

 

თბილისი

იისფერ შუქში ცეკვავდნენ სხვები
თავდავიწყებით იკლავდნენ დარდებს
მუსიკის ხმაში ფრთებ გაშლილები
თმებში იწნიდნენ ხავსისფერ დაფნებს

სადარბაზოში შემავალ ჩრდილებს
ათრთოლებული დაჰყვება სხივი
ცაში გაფანტულ ოცნების ფრაგმენტს
აკრთობს ზამთარი მშვიდი თან ცივი

ვუყურებ ქალაქს ვით შავ თეთრ კინოს
ხის აივნებ ქვეშ, წკმუტუნებს ძაღლი
დავდივარ, ვღელავ
ვითარცა უცხო
თუმცა სიცოცხლე ჩემი აქ არის

ნ.გ.

* * *

შეუძლებელი ხდებოდა სუნთქვა

სევდით გაჟღენთილ უცხო ქალაქში

მივუყვებოდი უცნაურ ქუჩას

ნისლიან ქარში წყეულ ავდარში

 

მხოლოდ ბილიკი იყო უკვალო

ირგვლივ ხვეული ეკალბარდებით

და ბარდნით ციდან თოვლის სანაცვლოდ

მოთქრიალებდნენ იასამნები

ნ.გ.

* * *
ცა ჩამოიქცა გაწვიმდა ისე
ქუჩაში ვიდექ ქოლგის ამარა
და ამიტანა უსაგნო ფიქრმა
არ აპირებდა
თითქოს,
არადა

აი იმ სახლთან თუკი მივასწარ
თავს შევაფარებ ნაცნობ აივნებს
მაგრამ მეცემა წვეთები მაინც
ხელებზე,
თმებზე,
თავს ვერ ვარიდებ

სველი, დაღლილი შენს ზღურბლზე ვდგავარ
გეძახი
აქ ვარ
კარი გამიღე

წვიმაც არ მინდობს
შენ სახლში არ ხარ
ან იქნებ სულაც კარს აღარ მიღებ

თვალ დახუჭული მივეყრდენ კედელს
წარმოგიდგინე ჩემს გვერდით მდგომი
გარშემო თითქოს სამყარო გაქრა
დავრჩით მე და შენ
მხოლოდ ჩვენ ორნი

შენი თითები მეხება მხრებზე
ყურებს მიყრუებს წვიმის ბრახუნი
ხელს მისვამ ნაზად ჩამოშლილ თმებზე
მეც აღარ ვიცი სხვა გაზაფხული

უეცრად ქუჩის ბოლოში გლანდავ
და გულიც იწყებს არნახულ ფეთქვას
ღელვა შეხვედრის და განცდა შიშის
კვლავ სიზმარია თუ მართლა შენ ხარ?

ნ.გ.

* * *

და ჩემი თმები როგორც გველები
მხრებზე ჩამოშლილ ჩამოფენილი
მიქრის, მიილტვის მატარებელი
ლიანდაგებზე გაწოლილ ანნას
მესმის წუხილი

და ჩემი ფრთები როგორც მდინარე
მთებზე მტრედებად ჩამოფრენილი
ამოვიფრქვევი ვულკანებივით
თუ შემეხები

და ჩემი ლექსი როგორც ხეები
ტყეში სიტყვებად ჩამოცვენილი
მინდვრის ველური ყვავილებივით
გადაყვარებულ მაყვალს და ბარდას
კვლავაც სადმე თუ გადავეყრები...

და ჩემი სახლი როგორც სამოთხე
ხელით ვაშლებად ჩამოკრეფილი
აღელვებული გიჟური ვბენით
გახვეულ ალში გიხმობ ამაღამ...

და ჩემი თმები როგორც გველები
მკერდზე სანთლებად ჩამოღვენთილი
მიქრის, ღრიალებს მატარებელი
ლიანდაგებზე გაწოლილ ანნას
მესმის ხან და ხან

ნ.გ.

* * *
მელოდია, ჰანგები
ისე მალე დამტოვე
ქუჩის გაღმა ფანრები
ირეკლავდნენ ქარავნებს ...

მოგონება, ზღაპრები
როცა ცრემლებს ვაფრქვევდი
გულის გარდა ალები
მილეწავდნენ დარაბებს ...

ისე ადრე წახვედი
სულს არბევდნენ ლანდები
ჩვენს სახლს განა ქარები
შეარჩენდნენ გალავნებს ...

ნ.გ.

* * *
იცოდე რომ მოგონება
სამუდამოდ ჩვენში რჩება
ბუნებაში უკვალოდ ხომ
არაფერი იკარგება
სიხარული სიმებია
ცა უსაზღვროდ ზღვისფერია
სიყვარული მერცხლებია
მონატრება სხივებია ...

ნ.გ.

* * *
მონატრება ძნელია
ცრემლი ისე კრიალა
სულის ანარეკლია
მწუხარება კი არა

ეს ტკივილი არ არის
ეს უბრალოდ ლექსია
ნეტავ ძალა შემწევდეს
ცრემლი წვიმად მექცია


სევდა ისევ იქნება
არ შეწყდება ღიმილიც
მონატრება ძნელია
ცრემლი ისე კრიალა
სულის ანარეკლია
მწუხარება კი არა

ნ.გ.

ხეები

დგანან ეული ხეები

აღარც შიში აქვთ არც გრძნობა

მაგრამ მათსავით ლამაზი

არც ზღვაა და არც ბავშვობა ...

ნ.გ.

***

დაუღალავად ვებრძოდი შიშებს

ისე დემონურს და ისე ძლიერს

მაშინაც როცა არ მქონდა ძალა

გამიყოლებდნენ ნისლები ვიდრე

 

ერთხელაც თვითონ შემაშრა ცრემლი

გასეირნება მომინდა სადღაც

და შენც გამოჩნდი იმ წუთში, მყისვე

მე მოუთმენლად გელოდი რადგან

ნ.გ.

რა იცი?

დუმს...
დიდი გზა მზიანია
ვერხვის ფოთლებით მორთული
საიდუმლო ღრმაა
კაცთაგან შეუცნობელი

რა იცი ?
რა რიგ ვრცელია სითბო
შორს მდინარენი წყალს შეერთვიან
ირმებს ტოტებზე ფოთლები უთრთით
სახლებს ფანჯრები შემოლეწვია

რა იცი?
იქნებ რა წაიკითხა
რას ხედავს ბოშა გაბნეულ კარტში
დაჰყურებს მტევანს
უგულოდ ამბობს
დახედე, აგერ, აქ წყდება ხაზი

რა იცი?
რა რიგ მძიმეა სევდა
ცხენები კვლავაც თელავენ ველებს
უმიზეზოა ეგ ჭმუნვა შენი
სიცოცხლე კვლავაც გაიდგამს ფესვებს

რა იცი?
რა რიგ წყენია იმ დღეს
მეზობელს უთქვამს სალამი შენთვის
არც გაგიხედავს ისე წასულხარ
და გაბნეულხარ ქალაქის მტვერში

რა იცი?
ვის გულს მოჰფინე შვება
ვის გაუნათე წყვდიადი თვისი
ადამიანი უძირო ჭაა
ხანდახან მართლაც არაფრის ღირსი

უეცრად კარზე კაკუნი მესმის
რა ვიცი იქეთ შენ რომ არ დგახარ
სულ ამღვრეული
ჩამოვწევ ურდულს
წერილი მხვდება
შენ კი არა ხარ...

ნ.გ.

* * *
დაწერე ნუ მეტყვი
თაბახზე, შავი მელნით
მოხაზე სიტყვები
ხომ იცი არ მესმის
ჩემი ფიქრი ეკუთვნის ცას

თუ მომწერ სათქმელს
წავიკითხავ როგორც წიგნს
და გაგიგებ

სულში ჩაგხედავ
ამოვხსნი უთქმელს
ხაზიდან ხაზზე
სტროფიდან სტროფზე
გადავალ შეუსვენებლივ
ჩემი თვალები ჩაუვლის სიტყვებს
როგორც მატარებელი ტყეებს
მთიან მხარეში

ცრემლი დანამავს ნაწერს
შემდეგ სიტყვები აირევა
მორევში ჩაეშვება
მე მაინც მივხვდები რისი თქმა გსურდა
არა იმიტომ რომ შემიძლია
სულის განჭვრეტა
სხვაა მიზეზი

მოგიშინაურდი
გადავიქეცი მთვლემარე კატად
მზეზე რომ უყვარს წოლა
ზურგზე ხელის ნაზი გადასმა

ხანდახან ამრეზად შემოგხედავ
ეჭვის თვალს შეგავლებ
შეგამოწმებ

უწინ გეიშა ვიყავ
წაბლისფერი თმით
გიშრის თვალებით
ლალისფერი ტუჩებით
სიყვარულის ხელოვნებას ვფლობდი
ყოველ შეხებაზე ვდნებოდი თოვლივით

ახლა კი ვინ ვარ?
რად შემომიჩნდი?
როგორც ობობა ბლანდავს მწერს ბადეში
შემბოჭე, სარკოფაგში ჩასაწვენი ფარაონივით

კედლებს მოვხატავ
დავაწერ ფიქრებს
ფერს მივცემ
მუქად შევღებავ

მთვარის შუქი კრთება სადღაც წყვდიადში
თუმცა იცოდე
სიცარიელეც ჭურჭელია
ყველა იქედან მოდის
მეც
შენც
და ისინიც
ვინც არრა იციან
და არცა უწყიან რა ელით

ნ.გ.

დაო

ცა ბედია
ბედქვეშ ადამიანია
ადამიანი ცის
ადამიანი მიწის
ადამიანი წყლის
ადამიანი კოსმოსია

ხეების ესმის
ბალახს ელაპარაკება
გუბეს ჩახედავს
სახეს დაინახავს
გაოცდება, გაუკვირდება, დაიბნევა

დროს არ აქვს მნიშვნელობა
დრო პირობითია
საქმე ბევრია, მოსასწრებია
წიგნი წასაკითხი
ლექსი დასაწერი
მოძღვრება გასაგები
ფიქრი ჩასაწერი

ვარსკვლავებს დაითვლის
ხაზებს შეაერთებს
ცისკენ გზას გაკვალავს
ახლად დადებულ თოვლში შეაბიჯებს
დატოვებს ნიშნებს
ჩაუთქვამს სურვილს
ბავშვები ციგით ჩაუქროლებენ

ჩინეთის კედელზე თუ მოხვდა
არ დაიზარებს ბოლომდე ივლის
დაიღლება და ერთს კიდევ იტყვის
რა მინდოდაო? ვინ მთხოვდაო?
შენივე თავიო ამოსძახებს ძირიდან უცხო თან ახლობელი თან მტერი თან მეგობარი

მთის მწვერვალები თოვლს დაუფარავს
ცაც შეწითლებულა დრაკონოვით
წვიმა კონებად წამოვა
სირბილით დაეშვები დასაწყისისკენ
თავს შეაფარებ, ჭიქა წყალს დალევ
გულს სიმშვიდე მოგეფინება
უძრაობა მოძრაობაა და პირიქით

დაგაღამდება მაგრამ ვერ მოგეკარება შიში
ცის ქვეშ ძლიერი ხარ ფარია შენი
ხეებზე გამოსახულ ქალის სახეებს
პირები დაუღიათ და გაჰკივიან
შველას ითხოვენ
ხარ კი შენ მათი მშველელი
მათი დამხმარე თუ გადამრჩენელი?
ისინი დაგელოდებიან
გასხივოსნებულს შეგეგებებიან
სულში შეგიძვრენენ
მესაიდუმლედ გაგიხდიან
გეჩურჩულებიან

შენ როგორც ერთგული ცოტა ხანს დაჰყოფ
შემდეგ დაემშვიდობები როგორც სამურაი
ისინი კი სამარის კარამდე შეინახავენ შენ სურათს გულთან ახლოს
თუ მათზე ადრე მოკვდი
დაგიტირებენ
მათ მუდამ ემახსოვრებათ შენი სიკეთე
მხოლოდ კარგს თუ გისურვებენ
ჩამომწყდარი ვარსკვლავით გადაგისვრიან სხვა სამყაროში და სათქმელს ციურ სხეულებით გადმოგცემენ

გაიგებ კი სად მოხვდები? შეიცნობ?
თვალი ამჯერად არ მოგატყუებს
და ყველაფერი ჭეშმარიტი იქნება
არ ექნება არც ნაკლი არც ზადი
ღვთიური იქნება ზე ციური
ცა ბედია

თან გაგიყოლა სინათლის სიჩქარემ
ისე მიფრინავდი როგორც ანგელოზი
შენი კატანა თვალს გვიბრმავებდა
მერე მზემ გშთანთქა როგორც გველეშაპმა
თაკარა მზეში ჩამოგცხა
მინდვრებს თითქოს ცეცხლი წაეკიდა
მაგრამ არ გწვავდა
სიზმარი არ ყოფილა არც სულის მოგზაურობა
სხეული ისევ ცოცხლად იდო
სიცხე შეიგრძნო, ცეკვა მოუნდა
ფეხშიშველმა დაუარა
ეკალი შეესო, სისხლი წამოსკდა
მიწის უფსკრულებში გველივით ჩაიკლაკნა
ფეხი არ დაადგა გაეცალე და შორიდან უცქირე როგორ ასრიალდება ქვაზე შემდეგ სხეულზე
ყელს მოეხვევა დაახრჩობს
სულს ამოაძრობს და წავა ისე თითქოს არაფერი მომხდარა

თუმცა რა აზრი აქვს წუხილს
იმაზე რაც უკვე იყო
რამაც ჩაიარა, წყალს გაჰვა
ნაკადულად ჩაიქცა
ზღვაში გაიბნა, თევზებში
ზღვის მცენარეებში, რიფებში
ჟანგად აეკრა ჩაძირულ გემებს
სხვა ფერი მისცა ოკეანეს
არა ლურჯი არამედ ჟანგისფერი
და იქაც შეძლო სიცოცხლემ ამოზრდა
თვალ უწვდენელ სიმარტოვეში ...

ნ.გ.

ტიტა

შორიდან გითვლი სალამს

გელოდი მოუთმენლად

მოხვედი ყვავილად,

თან ადამიანად...

მე ერთერთი მათგანი ვარ ვისაც ძალიან ეყვარები

ვინც მფარველი ანგელოზივით მუდამ დაგიცავს

ვინც ეცდება მრავალჯერ მოუტანოს შენს სახეს ღიმილი

და შენს გულს აღმაფრენა

სიცოცხლე ჩიტივით ფრენაა, ტიტა!

ნ.გ.

* * *

ტიტებს მოურთავთ ბილიკი მზისკენ

ცას შეჰფერია სიწითლე ლამის

გარეთ არ ცივა სითბოა ისევ

და მოლოდინში დღეებიც გადის ...

ნ.გ.

* * *

მახსოვს ერთხელ ძლიერ გათოვდა

ხელჩაკიდებულნი ვსეირნობდით

თბილისის თეთრ ქუჩებში

დიდხანს ვიდექით ჩუმად

შენ სახლის კართან

შენ არ გინდოდა ძილი

მე არ მინდოდა წასვლა

ნ.გ.

* * *

სულ მეფიქრება

იღიმის?

ტირის?

განიცდის?

გარბის?

ოკეანეში რა ზვირთებია

ღიმილის? დარდის?

ნ.გ.

* * *

შრიალებენ ხეები

შენი თბილი ხელები

რა სათუთად ვაშენეთ

ჩვენი სამოთხეები

ნ.გ.

* * *

ყოველთვის მინდოდა მყოლოდა ცხენი

მქონოდა სახლი ახლოს ხშირ ტყესთან

წინ გადაშლილი ზღვასავით მდელო

მეგრძნო სიცოცხლე გაჭენებისას

ნ.გ.

* * *

სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან

სანამ ჯერ კიდევ გვიფეთქავს გული

 

სანამ ჯერ კიდევ შენც ხარ და მეც ვარ

სანამ კოსმოსში არ ავა სული

 

კარტივით გაშლილ მინდორში ვდგავარ

ხმა ჩაგდებული და განაბული

 

არ შემიძლია მეტის მოთმენა

აღარ გამომდის სათქმელის არ თქმა

 

ამ წამს, ამ წუთას კვლავ ვიტანჯები

მენატრები და არ ვიცი რა ვქნა

ნ.გ.

* * *

შეუძლებელი ხდებოდა სუნთქვა

სევდით გაჟღენთილ უცხო ქალაქში

მივუყვებოდი უცნაურ ქუჩას

ნისლიან ქარში წყეულ ავდარში

 

მხოლოდ ბილიკი იყო უკვალო

ირგვლივ ხვეული ეკალ ბარდებით

და ბარდნით ციდან თოვლის მაგივრად

მოთქრიალებდნენ იასამნები

ნ.გ.

* * *

შენი ღიმილი მზის სხივებია

არაფერი არ გამკვირვებია

ცა იყო ისევ ლურჯი

 

ოქროსფერ მთებში,

წყლები მშვიდია

სითბო მეტია

გზები ვრცელია

შენი თვალების ანარეკლია

მიწა გველია

 

არაფერი არ გამკვირვებია

ცა იყო ისევ ლურჯი

ნ.გ.

ჰაიკუ

მთის მწვერვალები თოვლმა დაფარა

ცაც შეწითლდა დრაკონივით

წვიმა კონებად მოდის

ნ.გ.

* * *

ძნელია ალბათ დაწერო ლექსი

როცა სხეული ყველაფერს იტევს

და უმალ ისევ მომინდა წერა

ფურცელზე ვხატავ ატმისფერ ტიტებს

ნ.გ.

ჰაიკუ

თვალცრემლიანს მეწვება ტანი, თმა, ხელის მტევნები

არადა როგორც ლერწამი

ვირწეოდი აქეთ-იქეთ

ნ.გ.

ჰაიკუ

აუხსნელი მწუხარებით ამევსო გული

წარმოვთქვი მისტიური სიტყვები

მეადიტაციის ღრმა სიჩუმეში გაუჩინარდნენ ფიქრები

ნ.გ.

* * *

ხანდახან მზეშიც ვერ იგრძნობ სითბოს

ხანდახან ყინვაც არ არის ცივი

ზეცას ჩამოჰყვა სიცოცხლე თითქოს

ღვარად წამოსკდა ცრემლები თბილი

ნ.გ.

 

სანდრო

ყავისფერი თვალები

ხშირი თმა

გრძელი თითები

ტკბილი ხმა

ნ.გ.

წვიმს

წვეთები ეცემა ბალახს

წვიმს

წვეთები ეცემა ხეებს

ასველებს მთას და ველებს

გზა-აბნეული,

თავდაკარგული,

უგზო-უკვალოდ

დავდივარ ნელა

გარეთ კი წვიმს და ბნელა

ნ.გ.

When will I start

When will I start

When will I start

writing?

N.G.

9 – 5

ცხრიდან ხუთამდე უყურებ ეკრანს

თავი გამოჭედილი გაქვს მრავალი უაზრობით

თან გსურს საკუთრი ნირვანის აღმოჩენა

მესამე თვალის გახსნა, თავისუფლება

 

ტელევიზორიდან ყოველ წამს გიყვებიან

როგორ იყო წარმატებული

გქონდეს ბევრი ფული

შენ ყველაფერი შეგიძლია!

 

შენ კი დაიღალე

აღარ გსურს ამ ხარახურის მოსმენა

თუმცა იცი დაღლას რაც მოყვება

ამიტომ აგრძელებ თავის მოტყუებას

 

არადა, რამდენი რამაა შესაცნობი

გასაგები და გამოსაცდელი

მაგრამ თავიდანვე მონაწილე ხარ რაღაც თამაშის, რბოლის

გადარჩენისთვის ბრძოლის ...

ნ.გ.

* * *

როცა მოკვდები

მიწიდან მცენარედ აღმოცენდები

გადახვალ ხეებში

მცენარეებში

მოგონებებში

საბოლოოდ გაიფრქვევი კოსმოსში

და მიეცემი სრულ დავიწყებას

აქ ჩრდილოეთში ცას დაეტყობა ნაცნობი ფერი

ოდესღაც შენი არსებობის მაუწყებელი

ნ.გ.

 

სანამ შენ იქნები

 

სანამ შენ იქნები მზე გაანათებს

თვითმფრინავები იფრენენ

წყვილები კინოში ივლიან

 

სანამ შენ იქნები კაფეებში ხალხი ისხდება

დაკავებულებს დრო არ ექნებათ

დაუკავებელთ გაუკვირდებათ

სულ რად ჩქარობენ ან სად მიქრიან

 

სანამ შენ იქნები მთვარეც გაანათებს

პოლიტიკაზე აღშფოთებულნი იკამათებენ

კვლავ მოტყუვდებიან

შემდეგ წყენით იტყვიან

გაგვაბითურეს

მხოლოდ საკუთარი საჯდომი აინტერესებთ

 

სანამ შენ იქნები შეყვარებულები ვნებიანად იკოცნავებენ

თავდაკარგული გოგო ბიჭები გამეტებით იცეკვებენ

ჯოხს ჩაბღუჯული მოხუცები ნელა ივლიან

 

სანამ შენ იქნები ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება

დილას ზოგი ჩაის დალევს, ზოგიც ყავას

ჭკუას ისევ დაგვარიგებენ ტელევიზორიდან

მეზობელი გულგრილად მოგვესალმება

ახალგაღვიძებული კატა გაიზმორება და ყურადღებას სულ არ მოგვაქცევს

 

სანამ შენ იქნები 12 საათზე უბნის ეკლესიის ზარი ჩამოკრავს

იგივე მოხდება სამზე და ცხრაზე

ოჯახები მაგიდებს მიუსხდებიან და გემრიელად შეექცევიან

 

სანამ შენ იქნები

ფოტოგრაფი მთას მიაშურებს

ჩაუღრმავდება ნისლში ჩაკარგული სოფლის ცხოვრებას

მხატვრები დახატავენ, მწერლები დაწერენ

მსაჯულნი მრავალ სისულელეს იტყვიან

მწერლები და მხატვრები მათ აზრს ფეხზე დაიკიდებენ და განაგრძობენ შემოქმედებას

 

სანამ შენ იქნები ადამიანებს ექნებათ გიჟური სექსი

ბავშვები ბევრს იჯღავლებენ

საქნელებზე იქანავებენ

ხეებზე აძვრებიან

ქვიშაში ითამაშებენ

შესაძლოა ფოტოგრაფმა მათი თამაში ფირზეც აღბეჭდოს

მწერლები და მხატვრები მშვიდად განაგრძობენ შემოქმედებას

ნ.გ. 

რამდენ ქვეყანას

 

რამდენ ქვეყანას მოვივლით ერთად

ვაქროლებთ ავტოს ნაცრისფერ გზებზე

პორტუგალიის ველურ ნაპირებს

იაპონიის თოვლიან მწვერვალს

 

რას არ მოვყვებით და გავიხსენებთ

განვიცდით ძლიერ ცხოვრების ძალას

ოკეანეებს როს შევერწყმებით

თვალს გავუსწორებთ წითელ მზის ჩასვლას

 

კოპენჰაგენში რომ დავბრუნდებით

ფერად ლარნაკში ჩავაწყობ ტიტებს

ყვავილშენარევ დაგისხამ ჩაის

ავანთებ სანთელს, გაგიყოფ სიტყვებს

 

დავიჭერ ხელში შენ ხელის მტევანს

თითს გავაყოლებ კლაკნილ ბილიკებს

აი ხომ ხედავ?

აი ხომ ხედავ?

გადაკვეთილი ხაზები ჩვენ ვართ

 

გაოცებული გვიყურებს ფისო

ხის მაგიდაზე წევს როგორც სფინქსი

სანთელი იწვის,

ოთახში ცხება,

ჩემი სხეული შენსას ეხება…

ნ.გ. 

ჰაიკუ

გზად იასამნებს თუ შეხვდები

შეუძლებელია გულგრილად ჩაუარო

ბედნიერება წყალივით ჩაგეღვრება ხის ფესვებივით გაგეშლება სიცოცხლე სხეულში

ნ.გ.

* * *

უსიტყვო გამოხედვაც საკმარისია

რა საჭიროა საუბარი ღელვანარევი

ხან და ხან ცოდნა იმის რომ აქ ხარ

შვება და ხსნაა ამოუხსნელი

ნ.გ.

***

სულის სიღრმეში კვლავ თუკი ჩავალ

რას მოვიპოვებ უწლო ჭებიდან

სიტყვები უნდა ამომეტანა

უნდა მეპოვა რაც დამესიზმრა

 

დავიწყებული რაც კი მეგონა

თავ მოყინული ტბასავით იდგა

და უცაბედი ხელის შეხებით

მარადიული თავიდან ითქვა

ნ.გ.

 

 

 

 

ჰაიკუ

ხანდახან მზის ერთი სხივიც საკმარისია,

ბედნიერი რომ იყო

მთებს რომ გახედავ, აზრს თუ ჩაწვდები სიყვარულს იგრძნობ

ნ.გ.

* * *

ჩემი მეგობრის სახლთან მიცდიდი,

მე აივნიდან დაგლანდე

შენი თვალები შეხვდა ჩემს თვალებს, ვიცი ლოდინით დაგღალე

ნ.გ.

* * *

შენს მონატრებას სულში ვიხვევდი

მოგონებები მახრჩობდა, მკლავდა

ხან და ხან სიტყვებს ჯობია არ თქმა

სულში რამხელა სევდას ვიტევდი...

ნ.გ.

* * *

ხელში მიხაკები

ხალები ტანზე

გრაგნილი გზები

სახლები მთაზე

ნ.გ. 

ჰაიკუ

ასე ეულად დიდი ხნის წინად ვიგრძენი თავი

არ მახსოვს შვება რამ მომიტანა

ახლა კი მარტო, შიშველი ვდგავარ ჩვენ მზიან სახლში

ნ.გ.

* * *

აი მოდიხარ გამოჩნდი
ყაყაჩო ხელებს გიმშვენებს
რა მოუთმენლად ველოდი
მინდვრების ველურ გიშერებს

ვუსმენ ბგერებს და ვერ ვხვდები
ვერ ამიხსნია რა მოხდა
რარიგ სიყვარულს შეეძლო
გრძნობის ასეთი გარდმოსვლა

და ალბათ სწორედ ამიტომ
პირველად იყო სიმღერა
გულმა რომ ვეღარ გაუძლო
ადამიანმა იმღერა...

ნ.გ.

დილა

ჩემ ფანჯარაში გამოჩნდა სხივი
ფიქრები თითქოს დილიდან მღლიდა
ახალი დღეა , ვერ ითმენს გული
ყველაფერს შევძლებ ყველაფერს ვიზამ
აქვე ლოგინში წევს ჩემი ქმარი
იღიმის მაგრამ ჯერ კიდევ სძინავს

 

ნ.გ.

 

* * *

ჩაფიქრებული ვიდექ
ვიწვოდი როგორც ცეცხლთან

არ მომდიოდა ცრემლი
წვიმა მხვდებოდა ფერფლად


მე არ ვიცოდი შიში
მალე ვერ ვგრძნობდი ჩემ თავს 

ნ.გ.

***

ოცნების აფრები

სიჩუმის ლანდები

შენ მელანდები

შორი მთები და შორი ალები

შენი თვალები

სევდა, სიჩუმე, იალქანები

დარდს ნუ აჰყვები

ის ლაჟვარდები

ზღვები, ტყეები

ვღელავ, შენ ხვდები

რად მენატრები?

ნ.გ.

* * *

შენს ღრმა თვალებში

იმალებოდა მუზა

წარმოგიდგინე ზღვად

ჩემი ლექსი კი ჩაშვებულ ღუზად

ნ.გ.

* * *

სიყვარული არის ძნელი

სული უნდა ღრმა და ვრცელი…

ნ.გ.

* * *

გამოგიგზავნი ჩემ გულის ცემას

ბაღში ყვავიან ლურჯი იები

გაზაფხულს დაჰკრავს უფერო სევდა

ზეცა სხივია, ზღვაა მზისფერი

ო.მ. - ს ნ.გ. - სგან

 

საქართველო

იქ სადაც სიყვარული სულ სხვა გვარია

ასჯერ, ათასჯერ და კიდევ მეტჯერ სასიხარულო

სადაც მზე უფრო მწველად ანათებს

სადაც მშვიდი გულებიც ამღვრეულია ...

ნ.გ.

* * *

ვიცი შორსა ხარ, ხეთა შრიალში

სადაც არსებობს სიცოცხლის კიბე

მარადისობის საიდუმლოში ჩაები თანაც არ მკითხე ისე 

ნ.გ.

* * *

ყვავილებში შეიგრძნობა როგორ მიდის ცაში სული

ცრემლში ნათლად აღიქმება რა მძიმეა დასარული

ნ.გ.

* * *

მახსოვს ცისფერი შენი თვალები

და ამღვრეული მზერა

ნაპირთან დგახარ ისევ ეული

და ტალღებივით ღელავ

ნ.გ. 

 

გიო

ჩვენ თბილ სახლში ვართ

ვსხედვართ, ვსაუბრობთ

შენს ტანზე ძინავს რუხ მისისიპის

მიყვები მითებს კინოა თითქოს

გაცოცხლებული, ძველი კადრებით

ნ.გ.

 

 

* * *

თუკი რაიმე უთქმელი დარჩა

გადაიქცევა სიტყვა ფიქრებად

გადაიკარგა ღრუბლებში მზერა

ახალგაზრდობა დაუბერებლად

 

გონებაში ჩვენ ვიყავით ორნი

გგრძნობდი ოთახში აუღელვებლად

გარეთ ძლიერად ბარდნიდა თოვლი

მე ლექსებს გწერდი გაუჩერებლად

ნ.გ.

* * *

ნისლმა გააქრო მთის მწვერვალები

ღრუბლებიც სადღაც გაუჩინარდა

ჩამოიშალა ზამთარმა თმები

ტყეები, გზები თოვლმა დაფარა

მიიკლაკნება მიწაზე გველი

სულში სიცივე შემოიპარა

ნ.გ.

* * *

ოცნების გემი ირწევა ზღვაზე

გზა სიზმრებამდე კვლავაც შორია

ხან და ხან ვფიქრობ სრულიად სხვაზე

წარსული ისევ აწმყო მგონია

ნ.გ.

 

* * *

შენ რომ გიყურებ სიტყვა მიყვარხარ

შემომეჭრება როგორც ჰანგები

შენამდე გული გაყინულიყო

როგორც უსულო, მკვდარი საგნები

 

როცა მციოდა მაშინ გამათბე

როცა დამჭირდი მაშინ გამოჩნდი

მეგონა მარტო ყოფნა მინდოდა

მარტოობაზე მეტი აღმოჩნდი

ნ.გ.

ოფელია

გავუჩინარდი წითელ ვარდების

ცივ ნაკადულში

თვითმფრინავთა ხმებში

ძრწოდნენ მატლები

იქ უღრან ტყეში

ირეოდნენ მუხლუხოები

ოფელია წყნარად იწვა გაყინულ წყალში

ნ.გ.

 

ყველასგან მიტოვებულს, ფიქრით გაწამებულს,

დაბნეულს, დაღლილს

ერთხელ არ მკითხე რა ვთქვი, გაურკვევლ ბურუსში დამტოვე მარტო

ნ.გ.

გარეთ ძლიერად წვიმს, თუმცა სახლშია სითბო

ცვილივით ადნება ჩემი სხეული შენსას

საბანში გახვეულთ არავინ გვახსოვს

 

ნ.გ.

ღამდება

შეხედე ბოლო ვარსკვლავიც ჩაქრა

მთვარის შუქი ეფინება  შენი სახლისკენ მომავალ ბილიკს

ნ.გ.

შემოდგომაა, გაშიშვლდნენ ხეები

ქარი როგორც მშიერი მგელი დაძრწის ტყეებში

სიცივე შიშს გვრის ადმიანებს

ნ.გ.

ბნელი ღამეა, ვერაფერს ვხედავ

შავმა ღრუბელმა გონი დაბინდა

შენზე მინდოდა ლექსის დაწერა მაგრამ უეცრად მუზა გამიქრა

ნ.გ.

რა გინდა ვიყო?

არაფერი ვარ

რა მინდა იყო?

არაფერი ხარ

არრანი ვართ

ნ.გ.

ოცნებებში დაკარგულმა ვერ შევნიშნე როგორ წვიმდა

სულს მონატრება შემოეპარა

ფილმის კადრივით გამიელვა შენს სახლში ჩვენმა თამაშმა

ნ.გ.